მდებარეობა და ორიენტაცია

ბაკურიანში ბინის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია:

  • მდებარეობა
  • ორიენტაცია

ტერიტორია უნდა დავათვალიეროთ როგორც დილით ასევე საღამოს, ამით კარგად მივხვდებით არის თუ არა ჩვენ მიერ არჩეული ადგილი მზიანი. თუ ზამთარში 3 საათის შემდეგ თქვენს არჩეულ ობიექტს მზე არ ხვდება, იცოდეთ რომ ბინები ცივი, ბნელი და არაჯანსაღი იქნება. ბინაში, რომელშიც მზის სხივები აღწევს, ბაქტერიების გავრცელების ყველაზე დაბალი ალბათობაა.

ამას გარდა, სწორად შერჩეულ ბინას გათბობისთვის სჭირდება ნაკლები ელექტროენერგია თუ ბუნებრივი აირი, ამგვარად, მზის ხარჯზე იზოგება თქვენი ბიუჯეტი.

დავაკვირდეთ აუცილებლად, რომ ობიექტი იყოს აშენებული ისეთ ადგილას, სადაც არ არის საშიშროება დამეწყვრის,  დაჭაობების და დატბორვის.  გაზაფხულზე დიდი მასის თოვლის დნობისას იმეწყრება გარკვეული ადგილები, და ჭაობდება დაბალი ნიშნულის მდელოები.

ბაკურიანი არ არის სეზონური კურორტი. აქ წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაისვენოთ და გაერთოთ: ზამთარში სათხილამურო სპორტი, გაზაფხულზე ნაძვის ყვავილობა, ზაფხულში სიგრილე და ულევი ჟანგბადი.

სწორედ კარგი დასვენებისთვის ადგილიც შესაფერისი უნდა მოძებნოთ. კარგი იქნება, თუ არჩევანს გააკეთებთ ცენტრიდან ოდნავ მოშორებულ ტერიტორიაზე, სადაც არ შეგვაწუხებთ სეზონური ხმაური და ხალხრავლობა, თან ახლოს იქნებით გასართობ ობიექტებთან.

დაწვრილებით

აშენების ტექნოლოგია

ბაკურიანში ბინის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია აშენების ტექნოლოგია, კერძოდ:

  • კედლის სისქე
  • დათბუნება
  • ფანჯრების ხარისხი
  • სახურავის თბო და ჰიდრო იზოლაცია

უნდა გავიგოთ მშენებლობაში გათვალისწინებული არის თუ არა ბაკურიანის სამშენებლო სპეციფიკური პირობები.  ბაკურიანის მაღალი გრადუსული ცვლილება, (ზაფხულში +30, ზამთარში -25).
დიდი მნიშვნელობა აქვს კედლების დათბუნებას და ხარისხიან ფანჯრებს ორფენიანი მინაპაკეტით, რადგან თბოდანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
შეამოწმეთ ტერიტორიის ინფრასტრუქტურა: ხარისხიანი გზა,  კეთილმოწყობილი ეზო, ბავშვთა მოედნები და გამწვანება. რაც მთავარია დაშორება მეზობელ კორპუსებს შორის 15 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

დაწვრილებით