იანვრის მდგომარეობით ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია:

  • აშენებული, გადახურული და მოპირკეთებულია თერთმეტივე კოტეჯი;
  • ჩასმულია მეტალო-პლასტმასის კარფანჯრები;
  • დამონტაჟებულია მოაჯირები, როგორც აივნებზე ასევე სადარბაზოებში;
  • სადარბაზოებში დასრულებულია კერამო-გრანიტის ფილების დაგება და შელესილია კედლები;

გაყიდული ბინების შესასვლელი რკინის კარი დამონტაჟებულია და მიმდინარეობს თეთრი კარკასის სამუშაოები.

დაწვრილებით

ვემზადებით ცივი ზამთრისთვის და შიდა სამუშაოები რომ არ შეგვიფერხდეს ნოემბრის თვეში დავიწყეთ მეტალო-პლასტმასის, ორ მინაპაკეტიანი, ყავისფერი ფანჯრების დამონტაჟება თერთმეტივე კოტეჯის ბინებში.
პარალელურ რეჟიმში ცვილოვანი ლაკ-საღებავით შეიღება შეფიცრული ფასადები.

დაწვრილებით

ოქტომბრის ბოლოს დავიწყეთ ჩვენი კოტეჯების შეფიცვრის სამუშაოები ადგილობრივი, ბუნებრივი ხის მასალით.

პროექტის მიხედვით თერთმეტივე კოტეჯის ბოლო ორი სართული და მანსარდა უნდა მოპირკეთდეს ხით.
ხის გაკვრამდე, ჩვენი გამოცდილი ხელოსნები, მოსაპირკეთებელ ფიცარსა და სამშენებლო ბლოკს შორის კნაუფის თბო-საიზოლაციო ბამბას აკრავენ - ბაკურიანის ცივი და უხვ-თოვლიანი ზამთრისთვის დათბუნებული კედლები ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენი კოტეჯები ნელ-ნელა ემსგავსება რენდერებსა თუ მაკეტში ასახულ პროექტს, რაშიც თბილი ამინდები ძალაინ გვიწყობს ხელს.

დაწვრილებით

ოქტომბრის თვეში დავიწყეთ კოტეჯების მოპირკეთება:
პროექტით გათვალისწინებულია, რომ თერთმეტივე კოტეჯის პირველი ორი სართული უნდა მოპირკეთდეს ანანურის ბუნებრივი ქვით.

დაწვრილებით

სექტემბრის პირველ ნახევარში მთლიანად დასრულდა თერთმეტივე კოტეჯის რკინა-ბეტონის კარკასის მშენებლობა.
პარალელურ რეჟიმში, დაიწყო ბლოკით კედლებისა და ტიხრების ამოყვანა.
სექტემბრის თვიდან ეტაპობრივად დაიწყო  5 კოტეჯის გადახურვის კონსტრუქციების მოწყობა.

თბილი და მზიანი ამინდები ხელს გვიწყობს ორგანიზებულ და ხარისხიან მშენებლობაში.

დაწვრილებით

განახლდა ვილლა მონტეს კოტეჯების მშენებლობა. დღევანდელი მდგომარეობით ყველა კოტეჯის რკინაბეტონის კარკასის მშენებლობა განახლებულია.

დაწვრილებით