• სამხრეთის ფერდი
    ვილა მონტეს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ პროექტი მდებარეობს სამხრედის ფერდზე.  სამხრეთის ფერდი, ნიშნავს იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში მზე ათბობს ვილა მონტეს ბინებს. ჩვენგან სამხრეთით გაშლილი სივრცეა და მზეს არაფერი გვიფარავს. ეს კი ზამთარში ძალიან მნიშვნელოვანია. 

    თუ დააკვირდებით, ყველა სასრიალო ტრასა ჩრდილოეთ ფერდზეა. ეს იმიტომ, რომ ზამთარში 4 საათის შემდეგ მზის სხივები ტრასას ვეღარ ხვდება და თოვლი არ დნება.  საბაგიროც ამიტომ იკეტება 5 საათზე.

  • ტყესთან სიახლოვე
    უბანი ვილა მონტე შეჭრილია ტყეში და დახრილ რელიეფზეა გაშენებული, რაც ქმნის მყუდრო და კომფორტულ პირობებს. ტყე უბანს ჟანგბადის გარდა სიმყუდროვეს მატებს, ფერდობიდან კი ულამაზესი ხედები იშლება მთელ ბაკურიანზე.
  • მყუდრო გარემო
    უბანი ვილა მონტე, მოშორებულია ბაკურიანის ხმაურს, თუმცა მანძილი ცენტრამდე ძალიან მცირეა. სწორედ ასეთი პირობაა კარგი დასვენებისთვის აუცილებელი. პროექტი კოხტას სადგურიდან დაშორებულია 2 კმ-ით (4 წუთი),  „ 25-იანებიდან“  2.2 კმ-ით (4 წუთი), ბაკურიანის პარკიდან 1.7 კმ-ით (3 წუთი).