• სამშენებლო ნორმები
    პროექტში ვილა მონტე, დაცულია ბაკურიანის (რეგიონალური) სამშენებლო ნორმები. ყველა კოტეჯი აშენებულია რკინაბეტონის კარკასზე, ბაკურიანის ნორმატიული 8 ბალიანი სეისმიკის გათვლით.
  • თბოიზოლაცია
    გამოყენებულია კნაუფის თბოიზოლაცია, როგორც ფასადის გარე ნაწილში ასევე შიგნიდან (თაბაშირმუყაოსა და ბლოკის წყობას შორის, ასევე ხის შეფიცვრასა და ბლოკს შორის).
  • კედლის სისქე
    გარე პერიმეტრი აშენებულია 40X40X20-ზე ბლოკით, კედლის სისქე, ქვის და ხის მოპირკეთების, შიდა იზოლაციისა და კნაუფის ფილების ჩათვლით აღწევს 55 სანტიმეტრს. გათვალისწინებულია ბაკურიანის იანვრის საანგარიშო ტემპერატურა მინუს 25 გრადუსი.
    კნაუფის თაბაშირმუყაოს ფილა გამოყენებულია შიდა კედლებსა და ტიხრებზე. 
  • გადახურვა 
    სართულშუა გადახურვა რკინაბეტონისაა, ქანობიანი სახურავი ეყრდნობა ხის ნივნივებს და მეტალოკრამიტის ფინური პანელებითაა შემოსილი.

    სახურავის თბოიზოლაცია კნაუფის მინაბამბითა და თაბაშირმუყაოს ფილებითაა გაკეთებული.

  • ფანჯრები
    ხის ფაქტურიან მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას აქვს ორმაგი შემინვა.