ოქტომბრის ბოლოს დავიწყეთ ჩვენი კოტეჯების შეფიცვრის სამუშაოები ადგილობრივი, ბუნებრივი ხის მასალით.
პროექტის მიხედვით თერთმეტივე კოტეჯის ბოლო ორი სართული და მანსარდა უნდა მოპირკეთდეს ხით.
ხის გაკვრამდე, ჩვენი გამოცდილი ხელოსნები, მოსაპირკეთებელ ფიცარსა და სამშენებლო ბლოკს შორის კნაუფის თბო-საიზოლაციო ბამბას აკრავენ - ბაკურიანის ცივი და უხვ-თოვლიანი ზამთრისთვის დათბუნებული კედლები ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენი კოტეჯები ნელ-ნელა ემსგავსება რენდერებსა თუ მაკეტში ასახულ პროექტს, რაშიც თბილი ამინდები ძალაინ გვიწყობს ხელს.