ადგილმდებარეობა

  • სამხრეთის ფერდი
    ვილა მონტეს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ პროექტი მდებარეობს სამხრედის ფერდზე.  სამხრეთის ფერდი, ნიშნავს იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში მზე ათბობს ვილა მონტეს ბინებს. ჩვენგან სამხრეთით გაშლილი სივრცეა და მზეს არაფერი გვიფარავს. ეს კი ზამთარში ძალიან მნიშვნელოვანია. 

    თუ დააკვირდებით, ყველა სასრიალო ტრასა ჩრდილოეთ ფერდზეა. ეს იმიტომ, რომ ზამთარში 4 საათის შემდეგ მზის სხივები ტრასას ვეღარ ხვდება და თოვლი არ დნება.  საბაგიროც ამიტომ იკეტება 5 საათზე.

  • ტყესთან სიახლოვე
    უბანი ვილა მონტე შეჭრილია ტყეში და დახრილ რელიეფზეა გაშენებული, რაც ქმნის მყუდრო და კომფორტულ პირობებს. ტყე უბანს ჟანგბადის გარდა სიმყუდროვეს მატებს, ფერდობიდან კი ულამაზესი ხედები იშლება მთელ ბაკურიანზე.
  • მყუდრო გარემო
    უბანი ვილა მონტე, მოშორებულია ბაკურიანის ხმაურს, თუმცა მანძილი ცენტრამდე ძალიან მცირეა. სწორედ ასეთი პირობაა კარგი დასვენებისთვის აუცილებელი. პროექტი კოხტას სადგურიდან დაშორებულია 2 კმ-ით (4 წუთი),  „ 25-იანებიდან“  2.2 კმ-ით (4 წუთი), ბაკურიანის პარკიდან 1.7 კმ-ით (3 წუთი).


დაწვრილებით

აშენების ტექნოლოგია

  • სამშენებლო ნორმები
    პროექტში ვილა მონტე, დაცულია ბაკურიანის (რეგიონალური) სამშენებლო ნორმები. ყველა კოტეჯი აშენებულია რკინაბეტონის კარკასზე, ბაკურიანის ნორმატიული 8 ბალიანი სეისმიკის გათვლით.
  • თბოიზოლაცია
    გამოყენებულია კნაუფის თბოიზოლაცია, როგორც ფასადის გარე ნაწილში ასევე შიგნიდან (თაბაშირმუყაოსა და ბლოკის წყობას შორის, ასევე ხის შეფიცვრასა და ბლოკს შორის).
  • კედლის სისქე
    გარე პერიმეტრი აშენებულია 40X40X20-ზე ბლოკით, კედლის სისქე, ქვის და ხის მოპირკეთების, შიდა იზოლაციისა და კნაუფის ფილების ჩათვლით აღწევს 55 სანტიმეტრს. გათვალისწინებულია ბაკურიანის იანვრის საანგარიშო ტემპერატურა მინუს 25 გრადუსი.
    კნაუფის თაბაშირმუყაოს ფილა გამოყენებულია შიდა კედლებსა და ტიხრებზე. 
  • გადახურვა 
    სართულშუა გადახურვა რკინაბეტონისაა, ქანობიანი სახურავი ეყრდნობა ხის ნივნივებს და მეტალოკრამიტის ფინური პანელებითაა შემოსილი.

    სახურავის თბოიზოლაცია კნაუფის მინაბამბითა და თაბაშირმუყაოს ფილებითაა გაკეთებული.

  • ფანჯრები
    ხის ფაქტურიან მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას აქვს ორმაგი შემინვა.
დაწვრილებით

ხედები

ჩვენი კოტეჯებიდან საუკეთესოდ მოჩანს კოხტა გორა, დიდველი, ბაკურიანის მდელო და სოფლის დასახლება.

პროექტის ინფრაქსტრუქტურა

პროექტი მოიცავს კეთილმოწყობილ ტერიტორიას, საბავშვო მოედანს, დაგეგმარებულ ეზოსა და გამწვანებას.

კობა წაქაძის ქუჩიდან ყველა კოტეჯამდე  მიმავალი გზა რკინაბეტონისაა, ბაკურიანის თოვლისა და ყინვების გათვალისწინებით.